იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს სტუდენტის მორიგი წარმატება

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ეკონომიკის სპეციალობის მეორე კურსის სტიპენდიანტი სტუდენტი, კესო სახიაშვილი, 10 აპრილს  ,,აღმოსავლეთ ევროპის” უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციაზე იმყოფებოდა.

       თესაუს სტუდენტმა  წარადგინა  თემა, სახელწოდებით: ,,სამეწარმეო სუბიექტების ფინანსები, როგორც ფინანსების მნიშვნელოვანი სფერო, რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში” (თემის ხელმძღვანელი-მაია ალადაშვილი). მისმა ნაშრომმა სპეციალისტების, მათ შორის,   აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორ, სამეცნიერო საკითხებში,  შალვა მაჭავარიან, მოწონება დაიმსახურა   და სპეციალური სერტიფიკატითაც  დაჯილდოვდა.

    აღსანიშნავია ის ფაქტი, კესო  ამ კონფერენციაზე  ასაკით ყველაზე უმცროსი მომხსენებელი იყო და ამასთან, - კახეთის რეგიონის  ერთადერთი წარმომადგენელი.

 
მნახველთა რაოდენობა: 2537