იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ენის კვირეული თელავის სახლმწიფო უნივერსიტეტში

14-15 აპრილს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები ჩატარდა. 14 აპრილს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტის და სტუდენტური დარბაზის ინიციატივით, გაიმართა დისკუსია სახელმწიფო ენის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. შეხვედრას უძღვებოდა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, პროფ. ნუნუ გელდიაშვილი.

პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ხაზი გაუსვეს ენის როლს სახელმწიფოებრიობისა და ერის თვითმყოფადობის შენარჩუნების თვალსაზრისით; განხილულ იქნა ქართული ენის წინაშე არსებული გამოწვევები და მისი გადაჭრის გზები. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფ. ნინო გიორგაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ნინო კოჭლოშვილი, პროფ. მანანა ღარიბაშვილი, ასოცირებული პროფესორები: ელენე ფილაშვილი და შორენა წიგნაძე. ქართული ენის შესწავლის და საზოგადოებაში ინტეგრაციის დადებით დინამიკაზე ისაუბრეს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა სტუდენტებმაც.

15 აპრილს, ენის კვირეულის ფარგლებში, ფილოლოგიური სემინარი გაიმართა, სადაც ქართული ენისა და ლიტერატურის მეოთხე კურსის სტუდენტმა მარხა ბორჩაშვილმა წაიკითხა მოხსენება ,,ენა და მწერალი" . მან განიხილა ენობრივი პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი შტრიხები კონსტანტინე გამსახურდიას წერილებში (ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. ნინო გიორგაძე).

 
მნახველთა რაოდენობა: 2755
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.