მიმდინარე წლის 4 აპრილს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით გაიმართა ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის II კურსის სტუდენტის, „მთის პოეტის“, გიორგი ზუბიტაშვილის წიგნის-„მზე ხელისგულზე ჩამომეღვარა“- პრეზენტაციაზე. შეხვედრაზე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა შეაფასეს სტუდენტის პოეზია და მისი შემოქმედება სხვადასხვა კუთხით განიხილეს.
შეხვედრაზე ასევე დაფუძნდა „სტუდენტური დარბაზი“, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს და ხელს შეუწყობს სტუდენტი-ახალგაზრდების გააქტიურებას შემოქმედებით და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.
„სტუდენტური დარბაზის“ დაფუძნების ორგანიზატორები არიან: რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, პროფ. ნუნუ გელდიაშვილი, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, პროფ. მანანა ღარიბაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ნინო კოჭლოშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოც. პროფ. ნინო გიორგაძე.