საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის (GSOA) ორგანიზებით, მიმდინარე წლის 26-28 მარტს, გასვლითი სამუშაო შეხვედრა დაბა ბაკურიანში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას პარტნიორი ორგანიზაციები, უცხოელი ტრენერები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები იღებდნენ.
შეხვედრაზე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ეკონომიკის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტმა კესო სახიაშვილმა, სამართლის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტმა მარიამ სოლომნიშვილმა და თესაუს სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა, დავით მაისურაძემ წარადგინეს.
საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია (GSOA) 2017 წელს საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტური თვითმმართველობებისა და სტუდენტური ორგანიზაციების ინიციატივით დაფუძნდა, 2019 წელს კი, სტუდენტური გაერთიანების (ESU) სრულუფლებიან წევრად იქნა არჩეული. ასოციაციის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიაზაცია, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფა წარმოადგენს.