იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ში ,,ბავშვის უფლებების ცოდნის ცენტრი“ გაიხსნა

იაკობ გოგებაშვილის  სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ,,იუნისეფთან“ თანამშრომლობით, ,,ბავშვის უფლებების ცოდნის ცენტრი“ გაიხსნა. პრეზენტაციას  გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის)  წარმომადგენელი საქართველოში, დოქტორი ჰასან ხალილი,  თესაუს-ს რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, პროფესორი ალექსანდრე მოსიაშვილი,  განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დავით მახაშვილი, თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის პროფესორ-მსწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.

   ცენტრის მიზანია ჰაბის შექმნა, რომელიც უზურუნველყოფს  ცოდნის გაზიარებას, კონსულტაციების ჩატარებას, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, სტუდენტების, სკოლების  პედაგოგებისა და მშობლებისთვის  ბავშვის უფლებების და ინკლუზიური განათლების სფეროში კახეთის რეგიონში. 

   იგეგმება თანამშრომლობა  საქართველოს  სხვა უნივერსიტეტებთან, ქვეყნის  სხვადასხვა  რეგიონებში. ცენტრის საქმიანობის ბენეფიციარები იქნებიან  საბავშვო ბაღისა და საჯარო სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები, განსაკუთრებით, მოწყვლადი ჯგუფებიდან, აკადემიური პერსონალი და სხვა მონაწილე მხარეები.

    ცენტრის  მიზანია  ტრენინგ-მოდულების მომზადება მასწავლებლებისთვის: საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, პრაქტიკული ინგლისური, დემოკრატია, მოქალაქეობა, ადამიანის უფლებები და ბავშვის უფლებები, ევროკავშირი და საქართველო,  ლიდერობა და კომუნიკაცია და სხვა.

 
მნახველთა რაოდენობა: 2445