21 დეკემბერს, სტუდენტთა კარიერული ზრდის და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებსა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტების ინფორმირებულობა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვისებზე, სახელმწიფო პროგრამებზე, საკვანძო კომპეტენციებსა და ფუნქცია-მოვალეობებზე.
შეხვედრაზე სხვადასხა მიმართულების სწავლება-სტაჟირების პროგრამების პრეზენტაცია გამართეს და სტუდენტებს ამ ეტაპზე არსებული ვაკანსიები შესთავაზეს.