იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
UNICEF -ის მიერ მხარდაჭერლი პროექტი თესაუში

2021 წლის სექტემბრიდან, UNICEF -ის მხარდაჭერით, დაიწყო პროექტის - „იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვის უფლებათა ცენტრის ცოდნის ცენტრად დაფუძნება ინკლუზიური და ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ცოდნის, დამოკიდებულებების და პრაქტიკის დასანერგად“ - განხორციელება. პროექტის მიზანია ბავშვის უფლებების ცოდნის ცენტრის დაგეგმვა და დაფუძნება, რომელიც  გარემონტებული, აჭღურვილი და უზრუნველყოფილი იქნება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურით, ასევე, ბავშვთა უფლებებისა და ინკლუზიური განათლების საკითხებში სწავლებისა და სასწავლო რესურსებით. 

პროექტის ფარგლებში, რომლის ხანგრძლივობა 9 თვეა, ბავშვის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოდულების შექმნა, ტრენინგები და სხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. 

სექტემბერის თვეში პროექტის მონაწილეებთან, უკვე  გაიმართა რამდენიმე ონლაინ შეხვედრა, რომელზეც პროექტთან დაკავშირებით დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობები განიხილეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 3459
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.