აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, 1 ოქტომბერს ხელი მოეწერა მესამე წლის საგრანტო ხელშეკრულებას პროგრამის განმხორციელებელ RTI International-სა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის.
თესაუ, პროგრამის ფარგლებში, შვიდ პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად, საქართველოს საჯარო სკოლებში კვლავ განახორციელებს მთელ რიგ აქტივობებს, რომლებიც დაწყებითი საფეხურის პედაგოგთა და საჯარო სკოლების დირექტორთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობისა და მხარდაჭერისკენაა მიმართული.
პროგრამის მიზანია მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობა, მომავალ და უკვე მომუშავე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი სისტემური რეფორმის გზით.
(USAID) საბაზისო განათლების პროგრამის თესაუს გუნდი აქტივობებს კახეთის რეგიონის 181 ქართულენოვან საჯარო სკოლაში ახორციელებს.