9 ივლისს, სტუდენტთა კარიერული ზრდის და განვითარების ცენტრის ხელშეწყობით, შედგა ონლაინ შეხვედრა სასტუმრო ,,შატო მერეს“ წარმომადგენლებსა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შორის.
სასტუმროს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს სხვადასხვა ვაკანსიების და ანაზღაურებადი სტაჟირების შესახებ ესაუბრნენ, რაც მათი კარიერული ზრდისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება.