მიმდინარე წლის 24 ივნისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, შალვა ამონაშვილის ცენტრში, გაიმართა მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსის კახეთის რეგიონის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. განათლების სფეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟურიმ კახეთის რეგიონის ორი ღირსეული ნომინანტი გამოავლინა: საუკეთესო მასწავლებელი კითხვის სწავლებაში (მშობლიური ენა და ლიტერატურა) - მარეხ დიდებაშვილი, (გომბორის საჯარო სკოლა) და საუკეთესო მასწავლებელი მათემატიკის სწავლებაში-თამარ კაპანაძე, (ლაგოდეხის რ-ნის სოფ ვარდისუბნის საჯარო სკოლა).
გამარჯვებულებს წარმატება USAID საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა ნენსი პარქსიმ, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა, კახეთის რეგიონის USAID საბაზისო განათლების პროგრამის მასწავლებელთა აღიარების კონკურსის კომპონენტის ხელმძღვანელმა ნიკა ჩაჩხიანმა და ოფიციალურმა პირებმა მიულოცეს.
გამარჯვებულებს, USAID საბაზისო განათლების პროგრამისა და ფონდის სახელით, გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, სადაც, როგორც პარტნიორი უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტია ჩართული, საქართველოს მასშტაბით, არაერთი აქტივობა ხორციელება. პროგრამა ქვეყანაში მიმდინარე საგანმანათლებ-ლო რეფორმების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.