გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ტურიზმის მიმართულების ორგანიზებით, 22 ივნისს საუნივერსიტეტთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია პროექტის- „თელავი და ინოვაციური ტურისტული მარშრუტების“ -ფარგლებში, დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
კონფერენციაზე ტურიზმის აქტუალურ კვლევებზე დაფუძნებული მოხსენებები იყო წარმოდგენილი, რომელიც, ძირითადად, თელავის ახალი ინოვაციური მარშრუტების შექმნასა და დანერგვას ითვალისწინებდა.
თითოეული მოხსენების შემდეგ სტუდენტები კომისიის წევრთა და მონაწილეთა კითხვებს პასუხობდნენ და ერთვებოდნენ დისკუსიაში.
საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება სამეცნიერო ნაშრომების კრებულში. ღონისძიების ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცემა.