საქართველოს ტურიზმის ასოციაციასა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ავიაკომპანიამ- ,,კატარის ავიახაზები" თესაუს სტუდენტებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრის თემა იყო - ,,კატარის ავიახაზების" უსაფრთხოების ზომები პანდემიის პირობებში".
პრეზენტაცია შეეხებოდა ,,კატარის ავიახაზების" უსაფრთხოების ზომებს პანდემიის პირობებში, რეპატრიაციული ფრენებს, ჰამადის საერთაშორისო აეროპორტს , მდგრად და მწვანე ავიახაზს , უმაღლესი სტანდარტების საჰაერო ხომალდებს, სტუდენტური კლუბის პროგრამას მოგზაურებისთვის, გლობალური ტურიზმის აღდგენას და სხვა.
შეხვედრას კატარის ავიაკომპანიის გაყიდვების აღმასრულებელი დირექტორი ეკა კაკაურიძე უძღვებოდა. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლები.
როგორც ვებინარის დროს აღინიშნა, უცხოელი სტუდენტები, ზაფხულის არდადეგებთან დაკავშირებით , იწყებენ მოგზაურობას და კატარის ავიახაზებსაც მოქმედი ტარიფების გასარკვევად, ხშირად მიმართავენ. ამიტომ ,,კატარის ავიახაზების“ სურვილია, სტუდენტებს გაუზიარონ კავიახაზების სტუდენტური პროგრამა/ სტუდენტური კლუბი, სადაც გაწევრიანება უფასოა და რაც სტუდენტებს ფასდაკლებით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://www.qatarairways.com/en-gb/student-club.html?iid=ALL66256220