იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს სტუდენტების წარმატება საერთაშორისო კონკურსზე

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ეკოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის I კურსის სტუდენტებმა: თამილა შიუკაშვილმა, მარიამ იჩქითმა და თორნიკე ხუტუაშვილმა (ხელმძღვანელი -პროფესორი მაგდა დავითაშვილი) ოდესის კვების ტექნოლოგიების ეროვნული აკადემიის სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების საერთაშორისო კონკურსზე- „შავი ზღვის მეცნიერება 2021“-მნიშვნელოვაან წარმატებებს  მიაღწიეს. მათ ერთობლივად წარადგინეს ნაშრომი  ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მიმართულებით.

     კონკურსის I ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ  თესაუს სტუდენტები, მაქსიმალური 87 ქულით,   II ეტაპზე გადავიდნენ. 26 მარტს კი, მათ  კომისიის წინაშე ნაშრომი ონლაინ რეჟიმში წარადგინეს. შედეგად 26 ქულა, სულ ჯამში კი, 113 ქულა მოიპოვეს და მაქსიმალური ქულებით I ადგილი დაიკავეს. გამარჯვებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.

    კონკურსში მსოფლიოს 40-მდე უნივერსიტეტიდან   239 ნაშრომი იყო წარდგენილი. კონკურსში მონაწილეობდენენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები  გერმანიიდან, კანადიდან, აშშ-დან, ლიეტუვადან, უკრაინიდან, კოსტა-რიკადან, ბრაზილიიდან, ისრაელიდან,  თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

 
მნახველთა რაოდენობა: 3922
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.