საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმმა, რომელშიც იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიცაა გაერთიანებული, 13 იანვარს კონსორციუმის წევრი ორგანიზაციებისთვის ონლაინ შეხვედრა გამართა.
პრეზენტაციას, რომლის მიზანი დისტანციური წვდომის პაკეტთან დაკავშირებით, კონსორციუმის შეთავაზებების გაცნობა იყო, თესაუს ბიბლიოთეკის პერსონალი დაესწრო.
შეხვედრას კონსორციუმის დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი უძღვებოდა, რომელმაც უნივერსიტეტების ვებგვერდებიდან სხვადასხვა ელექტრონულ ბაზებთან დისტანციურად წვდომის სკითხებზე დეტალურად ისაუბრა.