იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის ხელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის იგეგმება საინფორმაციო შეხვედრა პროექტის - „ The King’s & Queen’s Club“ (ინგლისური ენის კლუბი) -შესახებ. პროექტი რეგისტრაციის შემდეგ სტუდენტებს სთავაზობს:
1. ადაპტირებულ კლასიკურ ლიტერატურას (ფიზიკურად და ვირტუალურად), თვეში- ერთ წიგნს;
2. ინტელექტუალურ ოლიმპიადაში- “Quidditch Intellectual Competitions” -მონაწილეობის შესაძლებლობას;
3. უცხოელ მასწავლებელთან ერთად წიგნის განხილვის საშუალებას.
პროექტის წარმომადგენლებმა 22 დეკემბერს, დისტანციურ რეჟიმში, შეხვედრა უკვე გამართეს თესაუს ფაკულტეტების დეკანებთან, ხარისხის მართვის, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურების წარმომადგენლებთან და პროექტის დეტალები განიხილეს.
,,English Book Education“-ი საგანმანათლებლო სფეროში 2007 წლიდან მოღვაწეობს და ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს ბრიტანულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და სერვისებს სთავაზობს. ,,English Book Education”-ი საქართველოში წარმოადგენს ისეთ გამომცემლობებს როგორებიცაა - “Macmillan Education”, “Pearson Education”, “Oxford University Press”, “Cambridge University Press”, “National Geographic Learning”, ასევე არის “ETS Global - TOEFL”- ის წამომადგენელი კავკასიის რეგიონში.
პროექტთან დაკავშირებით, თესაუს სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება ორშაბათს, 28 დეკემბერს, 18:00 საათზე, მითითებულ ბმულზე: