იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
„საუბრები ლიტერატურაზე რეგიონებში“-მორიგი საჯარო ლექცია თესაუ-ში

  საქართველოს მწერალთა სახლის და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის - ,,საუბრები ლიტერატურაზე“- ფარგლებში, ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა, გიორგი მაისურაძემ, 25 მარტს თესაუ-ში მორიგი  საჯარო ლექცია გამართა.

       ამჯერად საუბარი XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გერმანულენოვანი მწერალის,  ფრანც კაფკას,  შემოქმედებას შეეხო , რომლის უნიკალური წერის სტილი დღემდე იპყრობს კრიტიკოსთა და მკითხველთა განსაკუთრებულ ყურადღებას.
       პროექტს საქართველოს მწერალთა სახლი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ახორციელებს.
      პროექტი, რომლის მიზანია ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროცესების მხარდაჭერა, ცენტრისა და რეგიონის კულტურულ-საგანმანათლებლო ინსტიტუტების თანამშრომლობით, თბილისის გოეთეს ინსტიტუტის, ბრიტანეთის საბჭოსა და ფრანგული ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

 
მნახველთა რაოდენობა: 7217
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.