19 ნოემბერს, საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმის ინიციატივით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალისათვის პრეზენტაცია-სემინარი გაიმართა. შეხვედრაზე საუბრი EIFL-ის სამეცნიერო ელექტრონული ბაზებს და კონსორციუმის მიერ შეთავაზებული სიახლეებს შეეხო. პრეზენტაცია, ასევე, დაეთმო სამეცნიერო ჟურნალებში სტატიების გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციის გაცნობას.
Covid-19-ის პრევენციისთვის დაწესებული ახალი რეგულაციების გათვალისწინებით, სემინარი Zoom-ის დისტანციური წვდომის პლატროფრმის გამოყენებით, ონლაინ რეჟიმში გაიმართა.