24 ნოემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალისათვის, ჩატარდა EBSCO- ელექტრონული ბაზების გამოყენების ტრენინგი, Zoom-ის დისტანციური წვდომის პლატფორმის გამოყენებით.
ტრენინგი მიზნად ისახავდა მომხმარებლებისათვის EBSCO-ში გაერთიანებული ელექტრონული ბაზების: EBSCO Food Science Source - აგრარული მიმართულებით და EBSCO Hospitality & Tourism - ტურიზმის მიმართულებით გაცნობის, გამოწერისა და პრაქტიკული გამოყენების პროცედურების შესწავლას.