იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად მატულობს. მზარდი სტატისტიკა წელსაც დაფიქსირდა.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს რეაბილიტირებული სასწავლო კორპუსებით, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილი აუდიტორიებით და განახლებული საგანმანათლებლო პროგრამებით შეხვდება.
დინამიურად ვითარდება თესაუს საერთაშორისო პროგრამები და უცხოელი პარტნიორების რიცხვიც ყოველწლიურად იზრდება. მზარდია, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, გაცვლით პროგრამებში ჩართული სტუდენტების და აკადემიური პესრონალის რიცხვიც.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მზადება კოვიდპანდემიის პრევენციის და ახალი რეგულაციების დაცვის მიმართულებითაც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
თესაუში სასწავლო პროცესი 5 ოქტომბერს განახლდება.