თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 13 აგვისტოს, LLL კურსების ფარგლებში, განმეორებითი ჩატარდა სასწავლო კურსი_ სეტყვის შემდგომი აგროტექნოლოგიური ღონისძიებების გატარება ვაზის კულტურაზე.
თესაუ-ს აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორმა, ლევან შავაძემ, დამსწრეებს დეტალურად გააცნო სეტყვის შემდგომ ვაზთან დაკავშირებული პრობლემები და მათი აღმოფხვრის გზები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა.
სასწავლო კურსს რეგიონის ფერმერები და ვენახის გაშენებით დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში LLL კურსები, სხვადასხვა მიმართულების სამიზნე ჯუფებისათვის, გარკვეული პერიოდულობით იმართება.