იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიებს მიიღებენ

    22 ივლისს, ქ. თბილისში, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ ინიცირებულ და დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროექტს მოეწერა ხელი. მემორანდუმის საფუძველზე, მიმდინარე წლიდან იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 10 წარმატებული სტუდენტი  ფონდის მიერ დაწესებულ  სტიპენდიებს მიიღებს.

     პროექტის მიზანია პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაცია, მომავალი პედაგოგებისთვის დამატებითი მოტივაციის შექმნა და პარტნიორ უნივერსიტეტებში   აბიტურიენტების მოზიდვის მეტი შესაძლებლობის შექმნა.

   მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ: ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტის რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, ალექსანდრე მოსიაშვილი, თესაუს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დავით  მახაშვილი, გორის სახელმწიფო- სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე.

   პროექტის ფარგლებში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, სტიპენდიები  გორის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტის და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გამოიყოფა, რომლებიც პედაგოგის პროფესიას ეუფლებიან და ამ სფეროში   სამეცნიერო მუშაობას ახორციელებენ.

 

 
მნახველთა რაოდენობა: 4292
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.