იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ნარჩენების მართვა-შეხვედრა თესაუში

 ნარჩენების სეპარირებული შეგროვების თემაზე 27 თებერვალს,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,   შეხვედრა გაიმართა. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან   ერთად დაიგეგმა ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისთვის ადგილების გამოყოფა და საინფორმაციო ბანერის განთავსების ორგანიზება. 

   პროექტის - ,,საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირება - ახალი გამოწვევა და სარგებელი კახეთის რეგიონში“-ფარგლებში, რომელსა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ეკოლაიფი" ახორციელებს, კახეთის 4 მუნიციპალიტეტში,  7 ადგილზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისთვის ურნების განთავსებაა დაგეგმილი. სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება  ისეთ საკითხებზე გამახვილდა, თუ რატომ არის აუცილებელი ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, როგორ უნდა მოხდეს 7 ლოკაციიდან ნარჩენების დროული გატანა და გადამამუშავებლი კომპანიებისთვის მიწოდება. 

    აღსანიშნავია, რომ პროექტის-„საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირება - ახალი გამოწვევა და სარგებელი კახეთის რეგიონში“-ფარგლებში, იგეგმება ნარჩენების სეპარირებული შეგროვების პილოტირება სამიზნე მუნიციპალიტეტებში.იმისთვის, რომ ნარჩენები სწორად დახარისხდეს და განთავსდეს შესაბამის ურნებში, „ეკოლაიფმა“ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართა შეხვედრები, ტრენინგები, სწავლებები რეგიონის მუნიციპალიტეტებში, სასტუმროებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში დამზადდა სოციალური ვიდეორგოლი ნარჩენების სეპარირებული დახარისხების მოწოდებით, რომელიც გავრცელდა სოციალური მედიის საშუალებით. ამავდროულად, გადაეცა სახელმწიფო რწმუნებულის აპატარსა და მუნიციპალუიტეტებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ საინფორმაციო კამპანიისთვის.

 

   პროექტს „საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირება - ახალი გამოწვევა და სარგებელი კახეთის რეგიონში“ WMTR II პროგრამის ფარგლებში,  CENN  USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს.

 
მნახველთა რაოდენობა: 5370
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.