იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაარსებიდან 80 წლის იუბილე იზეიმა.

საიუბილეო კონცერტი  თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეტრში გაიმართა. საზეიმო მიღებას  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელ ესწრებოდა.

მინისტრის ინფორმაციით,   თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა კორპუსისა და პირველი სასწავლო კორპუსის გარე-ფასადის რებილიტაციას, სამინისტრო დააფინანსებს. გარდა ამისა, სასწავლებლის მეოთხე  კორპუსში, ქართულ- გერმანული უმაღლესი პროფესიული კოლეჯი  განთავსება.

ეს იქნება სამინისტროს საჩუქარი, თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტისათვის. ქართულ- გერმანული კოლეჯი კი აგრარული მიმართულების იქნება და უნივერსიტეტის წიაღში აღმოცენდება-თქვა ჩხენკელმა.

უნივერსიტეტის რექტორის, ირმა შიოშვილის ინფორმაციით, ყველა  კორპუსის რეაბილიტაცია  იუბილეს მავარ სიურპრიზად იქცა.

პირველ კორპუსში სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. განცხადება ყველა კორპუსის რეაბილიტაციის შესახებ, ნამდვილად სიურპრიზი იყო- განაცხადა შიოშვილმა.

სახელმწიფო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უმაღლესი სასწავლებლის ღვაწლმოსილ  პროფესორებს,  სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ, ხოლო სტუდენტი, რომელიც ეროვნულ გამოცდებზე მიღებული უმღლესი ქულებითა და ასპროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა, ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვდა.

უნივერსიტეტის 80 წლის იუბილეს, პარლამენტის წევრები და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების რექტორებიც ესწრებოდნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 5515