იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მორიგი ტრენინგი თესაუ-ში

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის  სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის  (GADD of GIPA) ფარგლებში, 15 მარტს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეორე ტრენინგი ჩატარდა.

   საერთაშორისო ორგანიზაცია ,,MERCY CORPS”-ის მეცნიერ-კონსულტანტმა, დოქტორმა კობა კობალაძემ გლობალური დათბობის პირობებში, ძირითადი და პერსპექტიული სასოფლო-სამეურნეო კულტურების ტექნოლოგიების შესახებ ისაუბრა.

  ტრენინგის თეორიული ნაწილი ასევე შეეხო სოფლის მეურნეობის წინაშე მდგარ გლობალურ გამოწვევებს, მიწათმოქმედების და მემცენარეობის განვითარების კანონებს და სხვა საკითხებს.

  სასწავლო კურსი- ,,კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება, აგრარული მიმართულებით, რეგიონულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში“- რეგიონული საგანმანათლებლო ინსტიტუტების აგრარული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი.

 
მნახველთა რაოდენობა: 7038
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.