თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიგა ორკოდაშვილმა, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის სტუდენტებს, საჩუქრად, წიგნები გადასცა.
წიგნის -,,კონსტიტუციური სამართალი“- ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძე.
სტუდენტებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მიმართა, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და სწავლაში წარმატებები უსურვა. როგორც გიგა ორკოდაშვილმა განაცხადა, საჩუქარი სტუდენტებს, უშუალოდ, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ინიციატივით გადაეცათ.
ირაკლი კობახიძე თესაუს სტუდენტებისთვის საჯარო ლექციების ჩატარებასაც გეგმავს.