იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუში სასწავლო პროცესი განახლდა

 30 სექტემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სასწავლო პროცესი  განახლდა.

     საზეიმო ღონისძიებაზე პირველკურსელებს თესაუს  რექტორმა მიმართა. როგორც ირმა შიოშვილმა აღნიშნა:  ,,ხარისხიანი განათლების მისაღებად, უნივერსიტეტში მუდმივად იხვეწება არსებული და ინერგება ახალი საგანმანათლებლო პროგრამები, სერიოზული სიახლეა, ინფრასტუქურის გაუმჯობესების მიზნით.  დაწყებულია პირველი კორპუსის სრული რეაბილიტაცია, რომელიც მომდევნო წელს დასრულდება“. რექტორის თქმით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების კუთხით.  წელს თესაუს 4 ახალი საერთაშორისო პროექტი შეემატა.

   თესაუს საგანმანათლებლო პროგრამებზე, ევროპული სტანდარტის შესაბამისი სწავლის ხარისხსა და წარმატებულ საერთაშორისო ურთიერთობებზე პირველკურსელებს დეტალური ინფორმაცია  უნივერსიტეტის ხარისხის უზრულველყოფის სამსახურის უფროსმა, შალვა ჭკადუამ და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, თამარ ასლანიშვილმა, მიაწოდეს.

    შეხვედრის ბოლოს  პირველკურსელებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

 
მნახველთა რაოდენობა: 5209