თესაუში, 27 სექტემბერს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, სტუდენტთა და მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია - ,,ვისწავლოთ და ვიკვლიოთ ერთად“ -გაიმართა.
კონფერენციის ნაშრომების თემატიკა, რომლებიც ერთობლივი კვლევის შედეგად, თესაუს სტუდენტებმა და საჯარო სკოლების მოსწავლეებმა წარადგინეს, ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეტურ პორტრეტს, სულხან-საბა ორბელიანის ჰომილიებს, ქართული მოდერნიზმის ძირითად მახასიათებლებს და სხვა თემატიკას შეეხებოდა.
კონფერენციას თესაუს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ქართული ფილოლგიის დეპარტამენტის პროფესორი, ნინო კოჭლოშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო გიორგაძე, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელი, სტუდენტები და მოსწავლეები დაესწრნენ.
შეხვედრის ბოლოს ღონისძიების მონაწილეებმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
კონფრენციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.