იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს მექანიკოსთა X საერთაშორისო კონფერენცია

იაკობ გოგებაშვილის  სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 27 სექტემბერს  საქართველოს მექანიკოსთა X, ყოველწლიურ, საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა.

   შეხვედრა  კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ჯაიანმა, გახსნა  და მექანიკის, როგორც დღეს ნაკლებად მოთხოვნადი დარგის, განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

    ორდღიანი კონფერენციის  მონაწილეებს სიტყვით თესაუს რექტორის მოადგილემ  სამეცნიერო დარგში, ნუნუ გელდიაშვილმა, მიმართა და   ყურადღება კონფერენციის მრავალფეროვნებაზე, ისტორიაზე,  ტრადიციებსა და განვითარების პერსპექტივაზე გაამახვილა.

  ღონისძიება ყოველწლიურად, მონაცვლეობით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში იმართება.

    კონფერენციის ორგანიზატორები არიან:  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ,,საქართველოს მექანიკოსთა კავშირი“, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი  მათემატიკის ინსტიტუტი და სხვა უნივერსიტეტები და ორგანიზაციები.

 
მნახველთა რაოდენობა: 4815
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.