იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
კვლევითი პროცესების იმპლემენტაცია MOODLE-LMS-ის გარემოში

18 სექტემბერს,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი-2019“-ის ფარგლებში, ტრენინგი- ,,კვლევითი პროცესების იმპლემენტაცია MOODLE-LMS-ის გარემოში“-ჩატარდა.

     შეხვედრა თესაუს რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, ნუნუ გელდიაშვილმა, გახსნა და აღნიშნა, რომ   უმაღლესი განათლების სფეროში MOODLE-LMS სისტემა, როგორც სწავლისა და სწავლების მხარდამჭერი ტექნოლოგია, ფართოდაა   გამოყენებული სასწავლო პროცესში და სწავლის მხარდამჭერ აქტივობებში, თუმცა თითქმის არაა შესწავლილი და გამოყენებული მკვლევარების მიერ.

      ინოვაციურ ღონისძიებას ავტორები: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ინფორმატიკის მიმართულებით, მარიამ ზაქარიაშვილი და ტექნიკურ მეცნიერებათა მაგისტრი, უნივერსიტეტის მატერიალურ ფასეულობათა უფროსი ტექნიკოსი, ირაკლი ჭიჭაშვილი, უძღვებოდნენ.

      ტრენინგის მიზანი იყო  MOODLE-LMS სისტემის ტექნოლოგიური  ინსტრუმენტების განხილვა და კვლევის პროცესისთვის  გამოყენება.

    სამუშაო შეხვედრას თესაუს  რექტორის მოადგილეეები, დეკანები და პროფესორ -მასწავლებლები დაესწრნენ. ტრენინგის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

 
მნახველთა რაოდენობა: 4958
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.