იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუმ „ხილის ფესტივალი 2019“-ში მონაწილეობა მიიღო

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლებმა „ხილის ფესტივალში“ მონაწილეობა უკვე მეორედ მიიღეს. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა ფესტივალზე წარმოდგენილ ხილი და წვენე ანალიზები ადგილზე ჩაატარეს. „ჩვენ განვსაზღვრეთ
ნიტრატები, კალიუმის იონი სხვადასხვა ხილში და ლუკოზის შემცველობა, _ აღნიშნა აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა მანანა კევლიშვილმა, |_ წლევანდელი ხილის მოსავალი საუკეთესო აღმოჩნდა, რადგან მათში ნიტრატების რაოდენობა ნორმაზე მნიშვნელოვნად დაბალი იყო.“

ფესტივალის ფარგლებში, თესაუს პროფესორ-მასწავლებლები სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ბატონ სოლომონ პავლიაშვილს და რეგიონის ხელმძღვანელობასაც შეხვდნენ და დარგის განვითარების შესახებ მოსაზრებები გაცვალეს.

"ხილის ფესტივალი" კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით გასულ წელსაც ჩატარდა და უკვე ტრადიციულ ხასიათ მიიღო.

 
მნახველთა რაოდენობა: 4405
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.