იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ქეთევან გიგაშვილმა, 2 ივლისს მონაწილეობა კემბრიჯის უნივერსიტეტის თანამედროვე და შუა საუკუნეების ენების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ ერთდღიან კონფერენციაში- „კემბრიჯის მეცხრე კონფერენცია ენის საფრთხეზე" -მიიღო.
კონფერენციის სადისკუსიო თემა იყო- ,,ენის გამოცოცხლება: ახალი მოსაუბრეები, ახალი გამოწვევები, ახალი ენობრივი ფორმები“ . ქეთევან გიგაშვილმა წაიკითხა მოხსენება- „წოვათუშური ენის აღდგენის უპერსპექტივობის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორები,"- რომელმაც საერთო მოწონება დაიმსახურა.
თესაუს პროფესორი ვიგოს უნივერსიტეტში (ესპანეთი) მიიწვიეს, სადაც ოქტომბრის თვეში, დაგეგმილია კონფერენცია მცირე ენების პრობლემებზე.