21 ივნისს, იაკობ გოგებაშვილს სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საჯარო ლექცია-,, ევროპული დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921)“-ჩატარდა.
Nova Societas-მა მოამზადა ლექციების ციკლი, რომელიც საქართველოს ევროპულ მეოცე საუკუნეს ეძღვნება. ლექციები საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორებმა და მკვლევარებმა: ემზარ ჯგერენაიამ, თორნიკე შარაშენიძემ , ირაკლი ირემაძემ და გიორგი კეკელიძემ წაიკითხეს.
Nova Societas–ი 2018 წლის ზაფხულიდან იკვლევს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918–1921) ურთიერთობას ევროპასთან და, ზოგადად, მის დამოკიდებულებას დასავლეთისადმი.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მეოცე საუკუნის პირველი მეხუთედის დოკუმენტების (ძირითადად, პრესის) დამუშავებამ და შესწავლამ კიდევ ერთხელ მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ დემოკრატიული რესპუბლიკა, თავისი სულისკვეთებითა და ბუნებით, იყო ევროპული სახელმწიფო. დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლების ხედვები და იდეები იმდროინდელი ევროპის პოლიტიკური და ინტელექტუალური ლიდერების იდენტური იყო. 1921 წლის ოკუპაციამ და წითელმა ტერორმა კი, საქართველოს ევროპული მეოცე საუკუნე შეაჩერა.
ლექციას თელავის საჯარო სკოლების პედაგოგები დაესწრნენ.