იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,განათლების მართვის ავტომატიზირებული სისტემის“ პრეზენტაცია თესაუ-ში

2015 წლის აგვისტოს თვიდან თესაუ-ში ,,განათლების მართვის ავტომატიზირებული სისტემის“ (AEMS ) მზადება  მიმდინარეობს.

     აღნიშნული სისტემის პრეზენტაციას 9 მარტს იაკობ გოგებაშვილის  სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში თესაუ-ს რექტორი ირმა შიოშვილი, რექტორის მოადგილეები, დეკანები და სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

   ფაკულტეტების დეკანატები, აღნიშნული  სისტემის საშუალებით, სტუდენტების შესახებ  საქმეთა წარმოებას ელექტრონულად განახორციელებენ. AEMS - ის მეშვეობით სტუდენტები საგნებზე რეგისტრაციას, საკუთარი სასწავლო გრაფიკის კონფიგურაციას  სურვილის მიხედვით  შეძლებენ, აკადემიურ პერსონალს კი უწყისის ელექტრონულად წარმოების შესაძლებლობა მიეცემა.

     2016 წლის იანვარ-თებერვალში ,,განათლების AEMS”-ის  ტესტირება სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე განხორციელდა. ,,განათლების მართვის ავტომატიზირებული სისტემა“  მიმდინარე სემესტრის დასასრულისთვის სხვა ფაკულტეტებსაც შეეხება, ხოლო 2016 წლის შემოდგომაზე    უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტს სრული დატვირთვით მოიცავს.

 
მნახველთა რაოდენობა: 7112
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.