იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც თესაუს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის თურქული ენის შესწავლას ითვალისწინებს, 5 ივნისს მოეწყო ექსკურსია, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით. ჯგუფს თურქული ენის შესწავლის კოორდინატორი ია შიუკაშვილი ხელმძღვანელობდა.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, ქართული ისტორიული ძეგლების მონახულებასთან ერთად, ქუთაისის და ბათუმის უნივერსიტეტების პროფესორებთან საქმიანი შეხვედრები გამართეს, რომელიც ქართულ-თურქული ურთიერთობის ისტორიის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო.
თესაუს თურქული ენის შემსწავლელმა ჯგუფმა, რომელთა შორის ბიბლიოთეკის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტის განახლებული ბიბლიოთეკა და შოთა რუსთაველის ბათუმის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მოინახულეს. საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ერთმანეთს, საჩუქრად, წიგნები და შრომათა კრებულები გადასცეს.
თურქული ენის შემსწავლელი კურსები იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2008 წლიდან ფუნქციონირებს.