იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებელთა XXI (77-ე) სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენცია თესაუს რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, ნუნუ გელდიაშვილმა, გახსნა. რექტორის მოადგილემ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთი წლის სამეცნიერო მუშაობის შედეგები შეაჯამა.
პროფესორ-მასწავლებელთა და დოქტორანტთა XXI (77-ე) სამეცნიერო კონფერენციიის მუშაობა სექციებში გაგრძელდა. ლიტერატურის, ისტორიის, ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების, აგრარული, საბუნებისმეტყველო და სხვა მიმართულებების, სექციებში მუშაობის შედეგები სექციების ხელმძღვანელებმა შეაჯამეს. კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.