27 მაისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის-,,ქართული სოფლის ტრადიციული სამეურნეო კულტურა და მისი განვითარების პერსპექტივები“ (კახეთის რეგიონის ისტორიულ-ეთნოგრაფიული გამოკვლევა)- პრეზენტაცია გაიმართა.
ავტორთა ჯგუფის კვლევა, რომელიც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერაა დაფინანსებული, ამავე სახელწოდების საგრანტო პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნა.
წიგნი, როგორც კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში შეკრებილ ეთნოგრაფიულ მასალას, სამეცნიერო ლიტერატურას და ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებში მიკვლეული ცნობებს, ასევე, საარქივო დოკუმენტაციას ეფუძნება.
კვლევა, ქართული სოფლის წარსულისა და დღევანდელობის ანალიზის შედეგად, კახეთის რეგიონის სოფლის მეურნეობაში არსებულ პრობლემებს სრულად წარმოაჩენს.
წიგნის პრეზენტაცია-განხილვას ავტორთა ჯგუფი (მედეა ბურდული, ნათია ჯალაბაძე, ლალი მღებრიშვილი, ალექსანდრე დაუშვილი) , თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.