ქალაქ თელავის ცენტრალური მოედანი იერ-სახესა და დანიშნულებას შეიცვლის. ცვლილებები 24 მაისს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქალაქ თელავის ცენტრალური მოედნის განაშენიანების რეგულირების გეგმისა და ქალაქ თელავში მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის დასკვნით, საჯარო განხილვაზე წარმოადგინეს.
პროექტი სოციალურ, ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურის და სხვა სახის ცვლილებებს ითვალისწინებს.
შეხვედრას კახეთის გუბერნატორი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.