იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
„მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ (MSDA) საინფორმაციო შეხვედრა თესაუში

„მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტომ“ (MSDA) 23 მაისს, იაკობ გოგებაშილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  რეფორმას -  ”საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება“, -რომლის  მიზანია საქართველოს ადგილობრივ თვითმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სისტემების დანერგვა.

 აღნიშნული რეფორმის შემსრულებელია ააიპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ (MSDA), რომელიც   აღნიშნული სისტემების მართვას და განვითარებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ახორციელებს .

   ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიქმნა რეგიონებში ელექტრონული სისტემების დამნერგავი  „ბიზნეს ანალიტიკოსთა“ გუნდის ფორმირების აუცილებლობა.

   კანდიდატთა  გუნდის შესარჩევ კონკურში მონაწილეობისათვის,  იხილეთ თანდართული ფაილები: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტიზუსტების სტუდენტების სია

 
მნახველთა რაოდენობა: 5475