საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 22 მაისს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რექტორს და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს და სხვა საკითხებს შეეხო.
საჯარო ლექციის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. ნინო ლომჯარიამ დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვა.
სახალხო დამცველი, აპარატის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მეორე დღეა, თელავს სტუმრობს. 21 მაისს ნინო ლომჯარიამ შეხვედრა რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა.