იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა შემოქმედებითი ჯგუფი კომპოზიციით -,,ექვთიმე ღვთისკაცი“, თბილისელი მაყურებლის წინაშე წარსდგა.
წარმოდგენა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში გაიმართა.
სპექტაკლი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია საქართველოს დამსახურებული არტისტი თემურ ხუნაშვილი, მხატვარი - ეკატერინე თორაძე, პროექტის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი - მანანა შიოშვილი.
სტუდენტებმა მაყურებელს განახლებული ვერსია შესთავაზეს და ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, არქეოლოგის, საზოგადო მოღვაწის, ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული, ექვთიმე თაყაიშვილის, ცხოვრების და მოღვაწების გზა გააცოცხლეს.
წარმოდგენას საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი, პარლამენტის დეპუტატები და თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.