4 მაისს, თბილისში, ,,ექსპო ჯორჯიაში“, სტუდენტური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის თემა იყო -,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“.
კონფერენციაში მონაწილეობა წარმატებული აღმოჩნდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასურსათო ტექნოლოგიების მეორე კურსის სტუდენტისთვის, გიორგი ღაღაშვილისთვის. მის მიერ წარდგენილმა თემამ- ,, ყველის ტურიზმი, როგორც სასოფლო ტურიზმის განვითარების წინაპირობა ( კომპანია „ ცივის ყველის“ მაგალითზე)“ მეორე ადგილი დაიკავა.
თესაუს სტუდენტს, სერთიფიკატთან ერთად , ტურისტული კომპანიების
( ,,Move Travel", ,,მცხეთა კრუიზი" ), გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის და სასტუმროს -,,Divan Suites Batumi" - ფასიანი საჩუქრები და პრიზები გადაეცა.
სტუდენტთა საუკეთესო ნაშრომები ელექტრონულ ჟურნალში გამოქვეყნდება.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველო.