იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,ექვთიმე ღვთისკაცი"-თესაუს სტუდენტების წარმოდგენას პარლამენტარები დაესწრნენ

 იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის სამსახურთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფი  ,,ხელოვნების და ლიტერატურის სამყარო“  კომპოზიციით -,,ექვთიმე ღვთისკაცი“, მაყურებლის წინაშე  მესამედ წარსდგა.

   4 მაისს,   ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, გამართულ წარმოდგენას პარლამენტარი გია ვოლსკი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე-მარიამ ჯაში, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები კახეთის რეგიონიდან: ირაკლი სესიაშვილი, გელა სამხარაული, გურამ მაჭარაშვილი, დავით სონღულაშვილი, თესაუს რექტორი ირმა შიოშვილი , თელავის მუნიციპალიტეტიის მერი შოთა ნარეკლიშვილი    და   საზოგადოების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.  

   სტუდენტებმა მაყურებელს განახლებული ვერსია შესთავაზეს და ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, არქეოლოგის, საზოგადო მოღვაწის, ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული, ექვთიმე თაყაიშვილის, ცხოვრების და მოღვაწების გზა გააცოცხლეს.      

     სპექტაკლი   საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

    სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია საქართველოს დამსახურებული არტისტი თემურ ხუნაშვილი, მხატვარი - ეკატერინე თორაძე, პროექტის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი - მანანა შიოშვილი.

    წარმოდგენა, რომელსაც ამჯერადაც  მაყურებელთა დიდი მოწონება ხვდა წილად, საქართველოს სხვა უნივერსიტეტებშიც გაიმართება.

 
მნახველთა რაოდენობა: 4625