იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
გარემოსდაცვითი კონფერენცია - „გარემოსდაცვითი პოლიტიკის და მართვის გამოწვევები საქართველოში“

22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკვაშირებით, GIPA-ს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის ერთობლივი ინიციატივით, გარემოსდაცვით კონფერენცია - „გარემოსდაცვითი პოლიტიკის და მართვის გამოწვევები საქართველოში“ გაიმართა.

 კონფერენციაში  GIPA-ს აკადემიური პერსონალი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი და საერთაშორისო გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები  მონაწილეობდნენ.

 იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კონფერენციაში მონაწილეობა  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მაგდა დავითაშვილმა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თამარ ნადირაძემ, ეკოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა მარიამ ალექსიძემ და ბიოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა - მარიამ ბაციაშვილმა და მარიამ კირვალიძემ მიიღეს.

 კონფერენციის პარალელურად, გამოფენილი იყო საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების პოსტერული პრეზენტაციები, მათთვის საინტერესო გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით. მათ შორის იყო თესაუ-ს  სტუდენტების ნამუშევრები.

   მოგვიანებით  სტუდენტებმა  მონაწილეობა სამეცნიერო დისკუსიაშიც მიიღეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 4653
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.