იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საერთაშორისო სემინარი ბიომრავალფეროვნების საკითხებზე

1 მაისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტის -,,V4 და აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობა ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაში ადამიანის კეთილდღეობისათვის" -ფარგლებში, სემინარი გაიმართა.  

 როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტის მიზანია, შეიქმნას  ერთიანი ქსელი, რომელიც ბიომრავალფეროვნების დაცვის კონცეფციების, პრაქტიკის განხორციელებას და  გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს. ქსელში გაერთიანებული იქნებიან ბიოლოგები, გარემოსდაცვითი და სხვა არასამთავრებო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების  წარმომადგენლები.

   სემინარში მონაწილეობა პროექტის კოორდინატორმა, სლოვაკეთის პრეშოვის უნივერსიტეტის პროფესორმა, პეტერ მანკომ, პრეშოვის უნივერსიტეტის პროფესორმა, იოსეფ ობონამ (გრანტიორი), ილიას სახელმწიფო უნიევრსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ბელა ჯაფოშვილმა, ასევე, სლოვაკეთის, უნგრეთის, ჩეხეთის, პოლონეთის, აზერბაიჯანის და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მეცნიერებმა მიიღეს.

   შეხვედრის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა დისკუსია გამართეს და  ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე, პრობლემებზე, თანამშრომლობის შესაძლებლობებზე  და სხვა საკითხებზე იმსჯელეს.

   პროექტი გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო და  ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 4709
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.