,,ქართულ-გერმანული მოზაიკა“ (1918-1921)-აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია მკვლევარმა ანა მარგველაშვილმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 23 აპრილს გამართა.
კვლევა საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში ქართულ-გერმანული კულტურული, საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ერთობლივი ინიციატივების ისტორიას შეეხება.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართულ-გერმანული კულტურული საზოგადოების, თბილისის გერმანული გიმნაზიის, თბილისის გერმანული ჰოსპიტალის და სხვა ცალკეული ამბები, რომლებიც მთლიანობაში ქართულ-გერმანული ურთიერთობების საინტერესო მოზაიკას ქმნიან.
შეხვედრას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ.