იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,ქართული ენის ამაგდართა საფიხვნო"-შეხვედრა ენათმეცნიერებთან

11 აპრილს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, ღონისძიება- ,,ქართული ენის ამაგდართა საფიხვნო"-გაიმართა.

  ცნობილ ქართველ  ენათმეცნიერებთან, ტარიელ ფუტკარაძესთან და მანანა ტაბიძესთან, შეხვედრა თესაუს რექტორის მოადგილემ სამეცნიერო ფარგში, ნუნუ გელდიაშვილმა, გახსნა. მან  საზოგადოებას ტ. ფუტკარაძის ახალი წიგნი - ,,ქართველოლოგიის თანამედროვე გამოწვევები“- წარუდგინა.

  წიგნში მიმოხილულ ქართული ენათმაეცნიერების საკითხებსა და  პრობლემებზე თავად ავტორმაც ისაუბრა.

   შეხვედრა-დიკუსიის დასასრულს სტუმრებს ყვავილები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

  ღონისძიებას  უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები და საჯარო სკოლების მოსწავლეები დაესწრნენ.

  იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო  უნივერსიტეტში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ქართული ენის კვირეული დასრულდა. კვირეულის ფარგლებში, ღონისძიებები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.

 
მნახველთა რაოდენობა: 4601
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.