იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
არაქართულენოვანი პედაგოგები ქართული ენისა და ლიტერატურის სამსახურში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  10 აპრილს, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, რიგით მე-3 ღონისძიება-  ,,არაქართულენოვანი პედაგოგები ქართული ენისა და ლიტერატურის სამსახურში“-  გაიმართა.

   ღონისძიებაში მონაწილეობა  პროგრამის-,,ქართული, როგორც მეორე ენა“-წარმომადგენლებმა  მიიღეს. აღნიშნული პროგრამა, რომელსაც თესაუს პროფესორები, როინ ჭიკაძე და ელენე ფილაშვილი,  ხელმძღვანელობენ, არაქართულენოვანი ახალგაზრდებისთვის ქართული ენის შესწავლას ისახავს მიზნად.

   შეხვედრაზე, რომელიც დიალოგის ფორმატში წარიმართა, უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებმა საქართველოს არაქართულენოვანი მოქალაქეებისთვის ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, ცოდნის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

   კვირეულს, რომელიც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება, თესაუს რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, ნუნუ გელდიაშვილი, უნივერიტსტის პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 4553