იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერიერში ფოტოსურათები გამოიფინა, რომელიც კახეთის რეგიონის ბიომრავალფეროვნებას ასახავს. ფოტოების ავტორები არიან თესაუს მოწვეული პედაგოგი, საველე პრაქტიკის ხელმძღვანელი, კახა სუხიტაშვილი და მისი მეგობრები.
ექსპოზიცია,რომელიც ტემპუსის პროექტის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თემი და გარემოს“ მხარდაჭერით განხორციელდა, თესაუს საჩუქრად გადაეცა.
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები, საველე პრაქტიკის ფარგლებში, მონაწილეობას თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის ტყეში დაგეგმილ დასუფთავების აქციაშიც მიიღებენ.