29 მარტს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ღია კარის დღეს უმასპინძლა. თესაუ-ს კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები სტუმრობდნენ.
უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ალექსანდრე მოსიაშვილმა და სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელებმა აბიტურიენტებს ინფორმაცია თესაუ-ს საგანმანათლებლო პროგრამების, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების, კულტურული, სპორტული აქტივობების და უნივერსიტეტთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ მიაწოდეს. თესაუ-ს წარმატებულმა სტუდენტებმა კი, მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
შეხვედრის შემდეგ აბიტურიენტებმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსები, ბიბლიოთეკა და კაბინეტ-ლაბორატორიები დაათვალიერეს.