იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ბადმინტონში თბილისის ღია პირველობაზე გაიმარჯვა.
ტურნირი 13-14 მარტს გაიმართა. თესაუს სტუდნტმა, გიგა გიგაურმა, ერთეულთა თანრიგში II საპრიზო ადგილი დაიკავა, წყვილთა თანრიგში კი, I ადგილს დაეუფლა. გამარჯვებული სიგელით და დიპლომით დაჯილდოვდა.
უახლოეს მომავალში უნივერსიტეტის გუნდი მონაწილეობას ბადმინტონში საქართველოს ღია პირველობაზე მიიღებს.